Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მუდმივმოქმედი სემინარი „კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება“

    გრძელდება სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარი „კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება“. კურსი მოიცავს მხატვრული შემოქმედების ფუნდამენტური საკითხების განხილვას, კრიტიკულ ანალიზს, მხატვრული ნაწარმოების შეფასებას და სხვ.

    მუდმივმოქმედი სემინარის კურსში გათვალისწინებულია ქართული და უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ანალიზი, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და მეცნიერებთან.

    კურსი განკუთვნილია თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე, დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის. სტუდენტთა მუდმივმოქმედ სემინარს „კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება“ გაუძღვება მწერალი და კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე.

     შეხვედრები ჩატარდება ორშაბათობით, თსუ I კორპუსის 301-ე აუდიტორიაში. დასაწყისი 18.00 საათზე. სემინარი განახლდება 18 მარტიდან.